Sunday, April 10, 2011

ჩარლზ ჩაპლინი . ციტატები


  • ჭეშმარიტმა მსახიობმა გრიმის, მისაწებებელი ცხვირისა და ნიღბის გარეშეც უნდა შეძლოს ხალხის გაცინება.

  • ცხოვრება ახლო ხედიდან- ტრაგედიაა, ხოლო შორი ხედიდან- კომედია.

  • ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ.

  • ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.

  • დღე სიცილის გარეშე- დაკარგული დღეა.

  • მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი. (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)

  • მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც…! (ნათქვამია მისი ქალიშვილის მისამართით)

No comments:

Post a Comment